შიდა ქართლში ქალი ხიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა
17/06/2021 14:56:10 სამართალი
შიდა ქართლში, სოფელ რეხაში უბედური შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალუჩის ხიდან ქალი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა მოკვლევა დაიწყეს.


