Accentnews.ge
იუსტიციის საბჭოს წევრის შვილი მოსამართლედ დაინიშნა

იუსტიციის საბჭოს წევრის შვილი მოსამართლედ დაინიშნა

17/06/2021 15:44:46 სამართალი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის შვილი ალექსანდრე გზირიშვილი საბჭომ მოსამართლედ დანიშნა.

გზირიშვილი 3 წლით მცხეთის სასამართლოს მოსამართლედ გამწესდა.

ამასთან, ჯანეზაშვილის ცნობით, მოსამართლე ლევან მურუსიძის თანაშემწე სალომე სამხარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა.

მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს მესამე სექტორი და სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს, თუმცა საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ არაკანონიერი მათ გადაწყვეტილებებში არაფერია და დანიშვნები კითხვის ნიშნებს არ აჩენს.

ჯანეზაშვილის თქმით, 4 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ლევან გზირიშვილი მოსამართლეთა კლანისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა და საჩუქრად მიიღო შვილის მოსამართლეობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S