ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს
18/06/2021 07:18:30 სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მას შემდეგ რაც საბჭოს წევრის თანამდებობას დატოვებს, უახლოეს მომავალში დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სასამართლოს საკითხზე იმუშავებს.
როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაციას ზაფხულის განმავლობაში დააფუძნებს და ითანამშრომლებს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი წარსული.
"ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე სასამართლო სისტემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ ეს ეტაპი დავასრულო და შევეგუო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია. მე ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს სასამართლო თემაზე და ახალი მეთოდებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ მუშაობას. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება. მთავარი მიზანია სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი. ვაპირებ ინტენსიურ მუშაობას ჩვენს მოქალაქეებთან“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.


