მინდია გოგოჭური ჰოსპიტალიზებულია
18/06/2021 11:23:49 სამართალი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი სიძე მინდია გოგოჭური ე.წ მატროსოვის ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
იგი 30–ე დღეა, შიმშილობს.
გოგოჭურმა პროტესტის უკიდურეს ზომას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა, რომლის მიხედვით, მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა -ტარების გამო 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მსჯავრდებული აცხადებს, რომ "უკანონო ნივთი ჩაუდეს".


