"პროკურატურამ დაადასტურა და აღიარა, რომ არაფორმალური გარჩევები ეწყობოდა"
18/06/2021 12:02:47 სამართალი, საზოგადოება
"ამ ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ ისინი ნამდვილად, მაშინ, როდესაც ნადირობის სეზონი იყო გამოცხადებული ბიძინა ივანიშვილზე, როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა, დადიოდნენ კარდაკარ და ეძებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში", - ასე პასუხობს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურის მიერ გაკეთებულ სპეციალურ განცხადებას, რომლის მიხედვით, "ნოდარ მელაძის შაბათში" გამოყენებული აუდიოჩანაწერები "მოდელირებული და გაყალბებულია".
როგორც მელაძე აცხადებს, პროკურატურა "უხერხულ მდგომარეობაში" იყო, რაც გამოიწვია იმ რეალობამ, რომ "ბერამ საჯაროდ აღიარა ჩანაწერში მოყვანილი ფაქტები ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში და მომავალშიც მსგავსი დანაშაული დააანონსა".
"რთული წარმოსადგენი არ იყო, "ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი პროკურატურა, რომ მის წინააღმდეგ არაფერს გააკეთებდა", – დასძინა მელაძემ.


