Accentnews.ge
პროკურატურამ სახალხო დამცველს შესაძლოა, ნინოწმინდის საქმეებზე წვდომა მისცეს

პროკურატურამ სახალხო დამცველს შესაძლოა, ნინოწმინდის საქმეებზე წვდომა მისცეს

18/06/2021 14:11:39 სამართალი

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, დიდი ალბათობით, მიეცემა წვდომა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე ყველა გამოძიების მასალებზე.

პარლამენტში ადამიანთა უფლებების კომიტეტის სხდომ​აზე ლომჯარიამ პროკურატურის წარმომადგენელს ნათია მერებაშვილს ჰკითხა, მისცემდა თუ არა უწყება დაშვებას სახალხო დამცველის აპარატს როგორც ძველ, ასევე მიმდინარე გამოძიებების მასალებზე.

მერებაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, სახალხო დამცველის მანდატით მხოლოდ დასრულებული გამოძიებების მასალებზე აქვს წვდომის უფლება, პროკურატურამ შესაძლოა დააკმაყოფილოს ომბუდსმენის მოთხოვნა.

"ვფიქრობთ, თქვენი ინტერესი ამ მიმართულებით იქნება დაკმაყოფილებული და კითხვები არ იქნება ამ საქმესთან მიმართებით, ვგულისხმობ, პროკურატურის საქმიანობას თავისი მანდატის ფარგლებში, რაც მოჰყვება ნინოწმინდის საქმეზე ცალკეულ ეპიზოდებზე გამოძიებას", – განაცხადა მერებაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S