Accentnews.ge
ალექსანდრე დარახველიძე: "შსს და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში"

ალექსანდრე დარახველიძე: "შსს და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში"

18/06/2021 14:23:04 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, "შსს და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში".

ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"რაც შეეხება "თბილისი პრაიდს", UNDP-ს ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი წარმომადგენელიც იღებდა მონაწილეობას და სადაც განხილული იყო აღნიშნული საკითხი. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც აღნიშნული ღონისძიების - "ღირსების მარშის" გამართვას უკავშირდება და ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია. მათი მხრიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იქნა გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ ღონისძიების არც ლოკაციის შეცვლას, არც რაიმე ტიპის მოდიფიცირებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, კანონის ფარგლებში, თუ კი იგი არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს. ამ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად", – განაცხადა დარახველიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S