
სომხეთში არჩევნების პირველადი ოფიციალური შედეგები ცნობილია
20/06/2021 19:58:32 კავკასია
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველადი ოფიციალური შედეგები ცნობილია. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმება” ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით 61,63 % მიიღო, მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის პარტია “სომხეთი” – 17.87%-ით იკავებს, “ღირსების ალიანსი” [მე მაქვს ღირსება]”- 5.88%, გაგიკ წარუკიანის პარტია “აყვავებული სომხეთი” – 5.05%.
არჩევნებში 26 სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა, რომელთა ნაწილიც არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ჩამოყალიბდა.
ამ ეტაპზე დათვლილია 149 საარჩევნო უბნის ხმები.