
80 უბნის მონაცემები: ნიკოლ ფაშინიანი 58%, რობერტ ქოჩარიანი 22%
20/06/2021 19:59:14 კავკასია
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ამ დროისთვის დათვლილია 80 უბნის მონაცემები.
პირველადი ინფორმაციით ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: ნიკოლ ფაშინიანი 58%; რობერტ ქოჩარიანი 22%; სერჟ სარქისიანი 5,66%; გაგიკ ცარუკიანი 5,11%
მე-8 მოწვევის ეროვნული კრების არჩევნებში საკუთარი პოზიცია ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის თითქმის ნახევარმა გამოხატა.
ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობამ 49.4 პროცენტი შეადგინა. საარჩევნო უბნებზე 1 281 174 ამომრჩეველი მივიდა. ეს თითქმის ერთი პროცენტით მეტია 2018 წლის 9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. სომხეთის ისტორიაში მეორედ, ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები მივიდა საარჩევნო ყუთებთან. ტენდენციის დაკვირვება „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო.
20 ივნისის არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.