
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა
23/07/2019 11:10:58 სხვა, მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონის ყოფილი მერი, საგარეო საქმეთა ექს–მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. ის ამ თანამდებობაზე ტერეზა მეის შეცვლის.
ჯონსონს ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა. ხმის მიცემა თითქმის ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის გუშინ დასრულდა.
ბორის ჯონსონი "ბრექსითის" მომხრეა და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, თუნდაც შეთანხხმების გარეშე.