Accentnews.ge
შსს–ში საკადრო ცვლილებაა

შსს–ში საკადრო ცვლილებაა

21/06/2021 08:59:41 სამართალი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა შალვა ბედოიძემ და ვლადიმერ ბორცვაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.

ამ დრომდე გიორგი ალადაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S