Accentnews.ge
აფხაზეთში ოპოზიციონერ ვიტალი გაბნიას ავტონობილი დაწვეს

აფხაზეთში ოპოზიციონერ ვიტალი გაბნიას ავტონობილი დაწვეს

22/06/2021 08:50:08 კონფლიქტები

ღამით სოხუმში აფხაზი ოპოზიციონერის, პარტია "აფსნის" ლიდერ ვიტალი გაბნიას ავტომობილი დაწვეს, - იუწყება «Апсны паблик».

თავად გაბნიამ ეს ინფორმაცია Telegram–არხ RESPUBLICA-ს დაუდასტურა.

ცეცხლის წაკიდების მომენტი ადგილზე მდებარე კამერების ვიდეოჩანაწერებში აღმოჩნდა დაფიქსირებული, – იუწყება «Апсныпресс».

დე ფაქტო შსს-ს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ერთი დღით ადრე გაბნიამ სხვა ოპოზიციონერებთან ერთად დე ფაქტო ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდა. მიზეზად ამჯერად მაინინგის დროებითი ლეგალიზების გადაწყვეტილება დასახელდა, რომელიც ასლან ბჟანიას მთავრობამ გასულ წელს მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S