Accentnews.ge
პოლიციას მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ

პოლიციას მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ

22/06/2021 09:08:28 სამართალი

ხონში პოლიციას მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც “მთავარ არხთან” დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

“ნეკნები აქვს ჩატეხილი, ფეხები მოტეხილი, ცხვირი გატეხილი. შემთხვევა მოხდა "კომენდანტის საათის" დაწყების შემდეგ, არ უნდა გასულიყო. გააჩერა მანქანა, მინა ჩამოსწია მივიდა პოლიციელი და ჩასცხო თავში და სახეში – მე შენ რა გითხარი, რატომ გამოდიხარ გარეთო”, – აცხადებენ დაშავებულის ოჯახის წევრები “მთავარ არხთან”.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ კაცი თავად დაუპირისპირდა პოლიციელებს და დაზიანებები დაკავებისას მიიღო:

“მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს არღვევდა. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ასევე, პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში” – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ის ცნობით, თ.კ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით კი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. კერძოდ, 2021 წლის 22 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, შესაბამისი გარემოებების დაზუსტების შემდეგ, საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S