
საქართველო რუსული ხიზილალის უმსხვილეს შემსყიდველთა ათეულშია
22/06/2021 11:46:18 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველო რუსული ხიზილალის უმსხვილეს შემსყიდველთა ათეულია, - იუწყება როსსელხოზბანკის დარგობრივი ექსპერტიზის ცენტრი მის კვლევაზე დაყრდნობით.
ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბაზრებზე რუსული ხიზილალის ექსპორტი 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი თითქმის გაორმაგებულია.
მოთხოვნის ყველაზე დიდი ზრდა აშშ-მა აჩვენა: მიწოდებები 2016 წლის 4 ტონიდან 2020-ის 28 ტონამდე - ანუ 640%-ით არის გაზრდილი.
უმსხვილეს შემსყიდველთა სიაში ლიდერობს უკრაინა (604 ტომა), შემდეგ მოდიან ბელარუსი, ყაზახეთი და მოლდოვა.
პირველ ათეულში შედიან ასევე უზბეკეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი.