Accentnews.ge
"უშიშროების კომიტეტი" გახელაძეების აქციას მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობად აფასებს

"უშიშროების კომიტეტი" გახელაძეების აქციას მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობად აფასებს

22/06/2021 11:53:28 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ 23 ივნისს დაგეგმილ აქციას "პროვოკაციულ ინიციატივას" უწოდებს.

"15 ივნისს ერგნეთში "ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფორმატით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სასაზღვრო ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ იარაღის გამოყენებისთვის მსჯავრდებული ზაზა გახელაძის შემდგომი ბედი და მიუხედავად, ქართული მხარის განცხადებისა, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში გადაწყვეტა, საქართველოში ცალკეული ოპოზიცური ძალები მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობენ", – აცხადებენ ე.წ კომიტეტში

იგი ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 23 ივნისს მოძრაობის მხარდაჭერით ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციას დე ფაქტო საზღვრის უშუალო სიახლოვეს გეგმავს.

ე.წ კომიტეტის ცნობით, "ძალა ერთობაშიას“ საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე", გამორიცხული არ არის, რომ აქციის მონაწილეებს უბიძგონ დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისკენ.

"სასჯელისგან გათავისუფლება ხდება კანონიერი საფუძვლებით და პირობებით და არა პოლიტიკური შანტაჟის შედეგად. მსგავსი პროვოკაციული ინიციატივების რეალიზაცია კი, - მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს, - არა მხოლოდ ხელს არ უწყობს უთანხმოების დიპლომატიური და ცივილიზებული გზით გადაჭრას, არამედ მნიშვნელოვნად აზიანებს მთლიანად მოლაპარაკების პროცესს", – აცხადებენ ე.წ კომიტეტში.

დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა „კანონმდებლობის ფარგლებში აღიკვეთება", და იგი საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი ქმედებები არ დაუშვან.

დავით ქაცარავა ოსური უშიშროების განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აქცია დაგეგმილია ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ და "ანტისაოკუპაციო მოძრაობა" მხარს უჭერს ოჯახის ბრძოლას და ინიციატივას.

„ძალა ერთობაშია“ არავის მოუწოდებს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისკენ და თუ ვინმე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გადააფიქრებინონ", – აცხადებს ქაცარავა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდები დააკავეს. დაკავებისას იგი ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით, გახელაძეს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S