
პროტესტი ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე – ენმ–ის დაღუპული აქტივისტის მეუღლემ ამავე პარტიის წევრს საღებავი შეასხა
22/06/2021 13:27:57 პოლიტიკა, რეგიონები
ზუგდიდი საკრებულოს სხდომაზე ინციდენტი მოხდა. ენმ–ის გარდაცვლილი აქტივისტის ირაკლი გაწერელიას მეუღლემ ფატი შენგელიამ საკრებულოს წევრს ენმ–დან თეიმურაზ ბასიალაიას მოღალატე უწოდა და მას წითელი საღებავი შეასხა.
როგორც ირკვევა, ამ ფორმით გარდაცვლილი აქტივისტის მეუღლემ ბასილაიას საკრებულოში შესვლა გააპროტესტა.
შენგელია ამბობს, რომ ის „მკვლელ ხელისუფლებასთანაა გარიგებული“.
„სულ მიკვირდა, როგორ გამიბედეს იკას მოკვლა–თქო. იმიტომ გაუბედავთ, თქვენ შეკრულები ხართ, ხალხო. მე იმ ბიჭებს მადლობას ვერტყვი, რომ ამ ქვეყნისთვის იცხოვრეს. მათი სულის უკვდავსაყოფად ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მათ ჩახოცვას, სისხლს არავის ვაპატიებ!“,– ამგვარად განმარტა შენგელიამ საკუთარი დამოკიდებულება ბასილაიას მიმართ მისთვის საღებავის შესხმამდე.
ინციდენტის შემდეგ ბასილაიამ განაცხადა, რომ ქალს თანადგომა სჭირდება და საკრებულოს შენობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაიამ საკრებულოში ანი წითლიძე ჩაანაცვლა, რომელიც პარლამენტის წევრი გახდა.
გასული წლის ოქტომბერში ენმ–ის აქტივისტები ოპოზიციის შემაჯამებელ აქციაზე, თბილისში იმყოფებოდნენ, ზუგდიდში დაბრუნებისას მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ირაკლი გაწერელია.