Accentnews.ge
11 გაუჩინარებული –  ჩეჩნური სოფლის "წმენდისთვის" რუსეთს 2 მილიონამდე ევროს გადახდა დაეკისრა

11 გაუჩინარებული –  ჩეჩნური სოფლის "წმენდისთვის" რუსეთს 2 მილიონამდე ევროს გადახდა დაეკისრა

22/06/2021 14:03:28 კავკასია

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2005 წელს ჩეჩნეთის სოფელ ბოროზდინოვსკაიას თერთმეტი ადამიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ორი მილიონამდე ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მანამდე სასამართლომ საქმეში ევროკონვენციის არაერთი მუხლის, მათ შორის, სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

თვითმხილველებისა და უფლებადამცველების ცნობით, 2005 წლის ზაფხულში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონ „ვოსტოკის“ ასამდე სამხედრო მოსამსახურე (სამხედროთა უმრავლესობა ჩეჩნეთიდან იყო) ბოროზდინოვსკაიაში შევიდა, მოკლეს ხანდაზმული ადგილობრივი მკვიდრი და 11 ადამიანი (ძირითადად ხუნძები) გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „ვოსტოკის“ ხელმძღვანელობამ ყველა ბრალდება იმთავითვე უარყო.

2005 წლის ოქტომბერში გროზნოს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ „ვოსტოკის“ ასეულის მეთაურს მუჰადი აზიევს განაჩენი გამოუტანა. ის თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ცნეს დამნაშავედ და პირობითი პატიმრობა განესაზღვრა.

გაუჩინარებული პირების ნათესავებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ამ საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა 2006 წლის ბოლოს გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S