
„გუგლის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
22/06/2021 16:49:09 ეს საინტერესოა
ევროკავშირმა კომპანია „გუგლის“ წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყენებს თუ არა ამერიკული გიგანტი თავის პოზიციას ბოროტად, როდესაც საქმე ონლაინ ციფრულ სარეკლამო ტექნოლოგიებს ეხება; დაარღვია თუ არა „გუგლმა“ ევროკავშირის კონკურენციის წესები. კერძოდ, ახშობს თუ არა კომპანია კონკურენციას მესამე პირებზე, მომხმარებლის მონაცემებზე წვდომის შეზღუდვით, ვებ–გვერდებსა და აპლიკაციებში სარეკლამო მიზნებისთვის.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში ციფრულ რეკლამირებაზე დახარჯულმა თანხებმა 2019 წელს დაახლოებით 20 მილიარდ ევროს მიაღწია. მესამე მხარის ვებგვერდებზე კონტრაქტებში შემზღუდველი პუნქტების დაწესების გამო, 2019 წლის მარტში ბრიუსელმა „გუგლი“ 1.49 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.