Accentnews.ge
„ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები Punk Activity–ს მონაწილეებს და პუბლიკას თავს დაესხნენ“ [ფოტო]

„ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები Punk Activity–ს მონაწილეებს და პუბლიკას თავს დაესხნენ“ [ფოტო]

22/06/2021 18:02:04 სამართალი

შსს ძალადობის (სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლი) მუხლით იძიებს რამდენიმე დღის წინ პანკ-მუსიკის ფესტივალზე მომხდარ თავდასხმას.

როგორც ირკვევა, ინციდენტი 19 ივნისს მოხდა. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრის” ინფორმაციით, იპოდრომზე ნეონაცისტური ჯგუფის 40–მდე წევრი, მათ შორის, მოზარდები, თავს დაესხნენ ფესტივალის Punk Activity მონაწილეებს და პუბლიკას და ღონისძიების ჩაშლა სცადეს.

ცენტრის ცნობით, პოლიციელებმა თავდამსხმელები ფესტივალს გაარიდეს, ღონისძიება კი გაგრძელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S