Accentnews.ge
ზაზა გახელაძის ცოლი: "ზაზას მამა გადასვლას აპირებს, ჩვენ მშვიდობიან აქციას გავმართავთ"

ზაზა გახელაძის ცოლი: "ზაზას მამა გადასვლას აპირებს, ჩვენ მშვიდობიან აქციას გავმართავთ"

23/06/2021 06:00:20 კონფლიქტები

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი და ახლობლები დღეს სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი მამაკაცის გათავისუფლებას ითხოვენ.

გახელაძის მამა აცხადებს, რომ შვილის დაბადების დღეზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ეცდება, რათა ამგვარად საკუთარ შვილთან შეხვედრა შეძლოს.

"დღეს არის პირველი დაბადების დღე, როცა სახლში არ არის და არის ტყვეობაში. ჩვენი ძალიან დიდი თხოვნით და არა მარტო ჩვენი, ნათესავების, პატრიარქის თხოვნითაც ჯერ ვერ მივაღწიეთ მამასთან იმ ფაქტს, რომ გადაიფიქროს იქითკენ გადასვლა. ისევ ის პოზიცია უჭირავს– ამბობს, ამას მე გავაკეთებო. ჩვენ მშვიდობიან აქციას დღეს გავმართავთ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადადგას ქმედეითი ნაბიჯები", – აცხადებს ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი.

მისი თქმით, პატრიარქის ჩართულობა და მისი წერილი მეტ შედეგს გამოიღებს, ვიდრე სხვა ვინმე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს.

ცნობისთვის: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდები დააკავეს. დაკავებისას იგი ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით, გახელაძეს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S