Accentnews.ge
ზაზა გახელაძის მამამ გეგმები შეცვალა

ზაზა გახელაძის მამამ გეგმები შეცვალა

23/06/2021 06:54:22 კონფლიქტები, საზოგადოება

ზაზა გახელაძის მამა საქართველოს პატრიარქის თხოვნით ცვლის გადაწყვეტილებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს აღარ გადავა. ამის შესახებ მიხეილ გახელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ძალაში რჩება ოჯახის მიერ დღეს დაანონსებული აქცია.

„როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა. მე ვთქვი, რომ გადავალ და მინდოდა ეს შემესრულებინა, მაგრამ პატრიარქის, ჩვენი უწმინდესის თხოვნით ვცვლი ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მივწერეთ წერილი პატრიარქს და პატრიარქის დიდი თანაგრძნობა იყო. საპატრიარქომ გაამზადა წერილი რუსეთის პატრიარქის სახელზე და დაველოდებით. პატრიარქის და ჩემი ოჯახის თხოვნით აღარ გადავალ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და აღარ გადავდივარ. მხოლოდ იმ პირობით, დაველოდებით ერთი თვე, ერგნეთის შეხვედრამდე თუ რამე არ შეიცვალა და რაიმე პასუხი არ მოგვცეს აუცილებლად გადავალ. უნდა აამოქმედონ ყველა ბერკეტი, რომ ჩემი შვილი დაბრუნდეს სახლში. მოვუწოდებ ყველას ჩატარდეს მშვიდობიანი აქცია, რომ შედეგი იყოს ნორმალური“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს დე ფაქტო საზღვრის დარღვევისთვის. მოგვიანებით, მას ბრალი ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გახელაძე ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში რჩება.

განახლება

გახელაძის მამამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ითვალისწინებს პატრიარქის თხოვნას, მთავრობას კიდევ ერთ თვიან ვადას აძლევს და ოჯახი დღეს დაგეგმილ აქციას აღარ შეუერთდება. ოჯახის წევრები სამთავისის ეკლესიაში მივლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S