Accentnews.ge
გომელაური: „ციხესთან კავშირი მაქვს კი არა, ცხინვალში ნამყოფიც არ ვარ“

გომელაური: „ციხესთან კავშირი მაქვს კი არა, ცხინვალში ნამყოფიც არ ვარ“

23/06/2021 09:09:21 სამართალი

შს მინისტრი დეზინფორმაციას უწოდებს ცნობას, რომ სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით იყო დაკავებული და „ცხინვალის ციხეში იჯდა“. ამის შესახებ მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

„არც ვიცი, სერიოზულად პასუხი როგორ უნდა გაგცეთ. ცხინვალში საერთოდ არ ვარ ნამყოფი, არც ბავშვობაში, არც დიდობაში. რაჭაში რომ მიწევდა წასვლა, მაშინაც კი თერჯოლის გავლით დავდიოდი ხოლმე. ეს არის მოგონილი, აბსურდი, სისულელე. თუ გადახედავთ წლებს, როდესაც ერგნეთის ბაზრობის თემა და მოძრაობები იყო, მაშინ 19-20 წლის ჯარისკაცი ვიყავი. გახსოვთ, რა ხდებოდა 90-იან წლებში და როგორ წარმოგიდგენიათ, მე, ჯარისკაცი ვალაგებდი იქ თემას და კონტრაბანდა დამქონდა 19 წლის ბიჭს ედუარდ შევარდნაძის გარე დაცვაში? უბრალო რიგითი ჯარისკაცი ვიყავი გარე დაცვაში, არც უფროსი და არც ხელმძღვანელი. ციხესთან კავშირი კი არა ცხინვალში საერთოდ ნამყოფი არ ვარ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S