პირს 9 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობისთვის 15–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
23/06/2021 12:16:38 სამართალი
სასამართლომ 9 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის პირს 15–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიების ვერსიით, 2020 წლის 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით რ.ყ. 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა.
აღნიშნული პირი გაწული წლის 12 ოქტომბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა.


