Accentnews.ge
ქალი, რომელიც რეკორდის მოხსნას ამტკიცებდა, ტყუილში გამოიჭირეს

ქალი, რომელიც რეკორდის მოხსნას ამტკიცებდა, ტყუილში გამოიჭირეს

24/06/2021 06:28:52 ეს საინტერესოა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა, რითაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ფაქტის შემდეგ, ქალი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა და მეტიც, როგორც ირკვევა, მის ანგარიშზე შემოწირულობების სახით სულ მცირე, 70 000 დოლარი შეგროვდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 37 წლის გოსიამე სიტჰოლმა მსოფლიო მოატყუა. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 10 ტყუპის დაბადება რეგიონის არც ერთ საავადმყოფოში არ არის რეგისტრირებული, მეტიც, სამედიცინო კვლევების მიხედვით, ქალი ორსულადაც კი არ ყოფილა. ამჟამად ის ფსიქიატრების დაკვირვებისქვეშაა.

ქალის ადვოკატი ამტკიცებს, რომ სიტჰოლი ახლა მისი ნების წინააღმდეგ არის გამოკეტილი საავადმყოფოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.

"მთხოვა, გავყოლოდი საავადმყოფოში. როდესაც მივედით, ექიმებმა ის პირდაპირ მე-14 პალატაში წაიყვანეს, რომელიც ფსიქიატრიულ განყოფილებაში მდებარეობს და მითხრეს, რომ ადვოკატს იქ შესვლის უფლება აღარ აქვს," - განაცხადა ადვოკატმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S