გორში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
24/06/2021 18:41:07 სამართალი
გორში, სტალინის გამზირზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაშავებული პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.


