8 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმეზე მამა–შვილი დააკავეს
25/06/2021 07:26:06 სამართალი
სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს.
დაკავებულები ბავშვის ოჯახის მეზობლად მცხოვრები 60 და 30 წლამდე ასაკის მამა–შვილია.
თანასოფლელები ბავშვზე დაყრდნობით ყვებიან, რომ ძალადობის პირველი ფაქტი ორი წლის წინ მოხდა და ამ დრომდე გრძელდებოდა, თუმცა ბავშვს მოძალადეები აშინებდნენ. საზარელი ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვანს ძლიერი ტკივილები დაეწყო და მომხდარის შესახებ დედას უამბო. ოჯახი სამართალდამცველებს დაუკავშირდა და მამა–შვილი 24 ივნისს დააკავეს. ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა. ამ დროისთვის მასთან სოცმუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის აღძრული. დანაშაული თავისუფლების 20–წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
სოფელში მღელვარებაა. თანასოფლელებმა სავარაუდო მოძალადეების საცხოვრებელი სახლი დაწვეს, მათმა ოჯახის წევრებმა სოფელი დატოვეს. სავარაუდო მოძალადე ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ოთხი შვილი ყავს.
"აქცენტი" სოფელს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

განახლება
დაკავებულ მამა–შვილს ბრალი წარედგინა. გამოძიების ვერსიით, დანაშაული 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
დეტალები იხილეთ აქ


