
აფხაზეთში ავტოავარიის შედეგად პეტერბურგის მკვიდრი დაიღუპა
25/06/2021 09:52:16 კონფლიქტები
გუდაუთის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პეტერბურგის მკვიდრი დაიღუპა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, დაბა დრუჟბას სიახლოვეს, სოხუმის ტრასაზე TOYOTA-ს მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
მაშველების ადგილზე მისვლის დროისათვის ერთ-ერთი დაშავებული გამვლელების მიერ უკვე გადაყვანილი იყო გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, მძღოლი კი - 1960 წელს დაბადებული პეტერბურგელი ვერა მაზილოვა, რომელიც მანქანაში ბლოკირებული აღმოჩნდა, მოგვიანებით საავადმყოფოსკენ გზაში გარდაიცვალა.