Accentnews.ge
ზელენსკი დონბასთან გამყოფი კედლის ასაგებად რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს

ზელენსკი დონბასთან გამყოფი კედლის ასაგებად რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს

25/06/2021 10:01:49 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთთან მოლაპარაკებები საბოლოოდ შევა ჩიხში, შესაძლებელია კონტაქტების სრული გაწყვეტა ტერიტორიებთან, რომლებსაც ამ დროისთვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება ხალხმა რეფერენდუმზე უნდა მიიღოს.

ტელეგადაცემა "VIP"-ში სტუმრობისას ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ე.წ. კედელი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ანუ უკრაინის კონტროლიდან გასული ტერიტორიებისგან სრული გამიჯნვა შესაძლოა, რეალობად იქცეს, თუმცა "ამ გეგმის ამოქმედების გადაწყვეტილება უკრაინის მოსახლეობამ უნდა მიიღოს".

მანამდე "კედლის" შესაძლო აგების შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გააკეთა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S