
აფხაზეთში დამხრჩვალი რუსი ტურისტის ცხედარს მიაკვლიეს
25/06/2021 10:11:20 კონფლიქტები
აფხაზმა მაშველებმა დღეს რუსი ტურისტის ცხედარს მიაკვლიეს, რომელიც 17 ივნისს გაგრის რაიონში ზღვაში დაიხრჩო.
გარდაცვლილი ჩელიაბინსკის 48 წლის მკვიდრი მიხეილ ნესტეროვია.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარი წყალმა გაგრის პანსიონატ "ენერგეტიკის" მიდამოებში გამორიყა. იგი ახლობლებმა ამოიცნეს.
გარდაცვლილის მეუღლე ჩიოდა, რომ ამდენი დღის განმავლობაში მის ქმარს წყალში მაშველების მხოლოდ ერთი ნავი ეძებდა: «ორი მყვინთავი ჰყავთ მთელი აფხაზეთის მასშტაბით, ისინიც მხოლოდ ნავით დაიარებიან ნაპირზე და ელოდებიან, როდის გამორიყავს ცხედარს».