
უცნაური კანონები მსოფლიოში
25/06/2021 12:11:51 ეს საინტერესოა
ყველა ქვეყანას განსხვავებული კანონმდებლობა აქვს, თუმცა არსებობს სახელმწიფოები, სადაც უცნაური კანონები მოქმედებენ.
გთავაზობთ, 10 უცნაურ კანონს:
- პოლონეთში აკრძალულია "ვინი პუხის" გამოსახულებიანი მაისურების ტარება.
- ჯორჯიის შტატში შემწვარი ქათამის დანა-ჩანგლით ჭამა აკრძალულია;
- არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ფიცი აკრძალულია. ვინმეს დაფიცების შემთხვევაში პირს ჯარიმა ან ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება;
- იაპონიაში აკრძალულია ცეკვა სიბნელეში;
- ესპანეთში აკრძალულია ქვიშისგან ციხეების აგება. ქვეყანაში არსებობს კანონი, სადაც ქვიშის ციხის აშენებას ვერავინ, მათ შორის ვერც ბავშვები შეძლებენ. კანონის დამრღვევ პირს 100–დან 1500 ევრომდე ჯარიმა ემუქრება (ქვეყნის რეგიონის მიხედვით).
- ბოლივიაში დაქორწინებულ ქალებს მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინის მირთმევის უფლება აქვთ. შესაბამისი კანონის ავტორების თქმით, ზედმეტმა ალკოჰოლმა ქალს შესაძლოა, ამორალური საქციელის ჩადენისკენ უბიძგოს.
- შოტლანდიაში აკრძალულია, უარი უთხრა სახლში შემოსვლაზე პირს, რომელიც კარზე საპირფარეშოს გამოყენების თხოვნით დააკაკუნებს.
- კანზასში თოვლის გუნდების გაკეთებაა აკრძალული. ადგილობრივი კოდექსი უკანონოდ მიიჩნევს ქვის, თოვლის გუნდისა თუ ნებისმიერი რამის სროლას ნებისმიერი ადამიანისა და თუ საკუთრების მიმართ.
- მერილენდში მანქანის ტარების დროს აკრძალულია წყევლა. თუ წყევლისას გამოგიჭერენ, 100 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.
- ალასკას ბარებში აკრძალულია სიმთვრალე. ადამიანი, რომელიც უკვე მთვრალია, ვერ შევა ბარში და აღარც იმ ბარში გაჩერების უფლება აქვს, სადაც დათვრა.