თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი დააკავეს
25/06/2021 17:08:14 სამართალი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი დააკავეს.
შსს ადასტურებს, მისი დაკავების ფაქტს.
უწყების ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას.


