Accentnews.ge
პრემიერის პასუხი დეპუტატს, რომელიც ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან შუამავლების გარეშე დიალოგის წარმოების შესაძლებლობით დაინტერესდა

პრემიერის პასუხი დეპუტატს, რომელიც ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან შუამავლების გარეშე დიალოგის წარმოების შესაძლებლობით დაინტერესდა

25/06/2021 17:11:25 კონფლიქტები, პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი ფრიდონ ინჯია დაინტერესედა, რამდენად არის შესაძლებელი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელებთან საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დიალოგი შუამავლების გარეშე აწარმოოს.

ინჯიას კითხვაზე, "ხომ არ დადგა დრო, დე ფაქტო ხელმძღვანელებს შუამავლების გარეშე ვაწარმოოთ დიალოგი და ეს დავიწყოთ ეკონომიკური პროექტებით?", პრემიერ–მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"ეს ძალიან რთულია. რეალურად ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. მათი საოკუპაციო ძალები დგანან ამ ტერიტორიებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც არის მრავალმხრივი ფორმატი. მასზე უკეთესი ფორმატი ამ ეტაპზე არ არსებობს. დიალოგის ყველა ფორმა, რომელიც დაეხმარება ამ გაყინული კონფლიქტის მოგვარებას რაიმე ფორმით, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ მაგრამ, არის ძალიან მგრძნობიარე თემები, რომელზეც არ შეიძლება საჯაროდ საუბარი, მაგრამ აქ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან საქმე ეხება ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ უნდა მივცეთ ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს სპეკულირების საშუალება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S