Accentnews.ge
Le Figaro: სტრასბურგში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს

Le Figaro: სტრასბურგში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს

25/06/2021 18:32:28 სამართალი

სტრასბურგში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს, – იუწყება Le Figaro.

მისი ცნობით, 12 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. დაკავებულთა შორის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და სომხური დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი არიან.

სამართალდამცველების თქმით, დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომელთა სპეციალიზაცია ყველა სახის ქურდობაა.

აღნიშნული პირების დასაკავებლად გამოძიება 2019 წელს დაიწყო. მაშინ გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა 2 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომლებიც 200-ზე მეტ ქურდობასა და ყაჩაღობაში მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S