Accentnews.ge
რა შეიარაღების შესყიდვასა და წარმოებას გეგმავს საქართველო

რა შეიარაღების შესყიდვასა და წარმოებას გეგმავს საქართველო

25/06/2021 19:10:35 თავდაცვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონმდებლების წინაშე იმ შეიარაღების თაობაზე ისაუბრა, რომლის შესყიდვასა და წარმოებას ქვეყანა გეგმავს.

როგორც პრემიერმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ განაცხადა, საქართველო "დრონებისა" და ავტომატების წარმოებაზე მუშაობს. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი შეიარაღების სისტემების შესყიდვას გეგმავს.

"აქტიურად ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროსთვის ბიუჯეტის გაზრდაზე. თავად თავდაცვის სამინისტრო მუშაობს ისეთ პროექტებზე, რომ გრძელვადიანი გადახდის პირობებით მოხდეს მნიშვნელოვანი შეიარაღების სისტემების შესყიდვა, რომელიც არ დააწვება ბიუჯეტს იმავე წელს და რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწევს სამინისტროს გადახდა. ეს აპრობირებული მეთოდი გვაქვს უკვე ჩვენ, დავნერგეთ ჩემი მინისტრობის დროს, მაშინ, როდესაც შევიძინეთ 500 ერთეული თანამედროვე ტექნიკა და შეიარაღების მიმართულებით, ასევე, ახლა ბატონი ჯუანშერი [ თავდაცვის მინისტრი] მუშაობს აქტიურად, ერთობლივი საწარმოების პროექტზე "დელტას" ბაზაზე. გაისად ჩვენ გვექნება ადგილზე წარმოებული "დრონი", სამხედრო "დრონები". ჯამში ვაპირებთ 1 000 "დრონის" წარმოებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ავტომატების წარმოებაზე და სხვა უფრო მნიშვნელოვანი, სერიოზული შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის ისრაელიდან", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემას ეხებოდა და აღნიშნა, რომ დადებულია ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე, საჰაერო თავდაცვის სისტემების და სარაკეტო სისტემების სრულ განახლებას და თანამედროვე ტიპის რაკეტების შემოტანას უზრუნველყოფს.

„მე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩვენ განვაახლეთ, პრაქტიკულად, ისრაელის კომპანია „რაფაელთან" ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს, უკვე წლის ბოლომდე, საჰაერო თავდაცვის სისტემების და სარაკეტო სისტემების სრულ განახლებას და თანამედროვე ტიპის რაკეტების შემოტანას. ამას გარდა, უკვე მე-2 დონის საჰაერო თავდაცვაზე მიდის აქტიური მუშაობა, ბატონი ჯუანშერი არის აქტიურად ჩართული. სწორედ ამ 10 წლიანი განვითარების გეგმაში არის გაწერილი აღნიშნული საკითხი, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვა ჰქონდეს ქვეყანას მომდევნო წლების განმავლობაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S