Accentnews.ge
საბერძნეთში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, არის მსხვერპლი

საბერძნეთში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, არის მსხვერპლი

27/06/2021 17:05:03 სამართალი

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კუნძულ კრეტაზე, ციხეში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.მკვლელობაში ბრალდებული ასევე საქართველოს მოქალაქეა.

საელჩოს ინფორმაციით, თანამესაკნეებმა იკამათეს, შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს გარდაცვლილის ოჯახს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S