
ბაქო ერევანს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს
28/06/2021 05:38:25 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 27 ივნისს, ადგილობრივი დროით 20:40 საათზე სოფელ კოლაგირთან განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის დანაყოფს ცეცხლი ტოვუზის რაიონის მიმართულებით გაუხსნეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბაქოში აცხადებენ, რომ ამჟამად ტოვუზის მიმართულებაზე ვითარება სტაბილურია და ოპერატიულ მდგომარეობაზე კონტროლს აზერბაიჯანელი სამხედროები ინარჩუნებენ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებას აზერბაიჯანული მხარის განცხადებას მორიგი დეზინფორმაცია უწოდა.
თავდაცვის უწყების განმარტებით, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს არც ერთი გასროლა არ განუხორციელებია აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით.