Accentnews.ge
გურიაში ცეცხლსასროლი იარაღით მოზარდი დაჭრეს

გურიაში ცეცხლსასროლი იარაღით მოზარდი დაჭრეს

28/06/2021 07:01:13 სამართალი

ოზურგეთში 16 წლის ბიჭი დაჭრეს. როგორც ირკვევა, მოზარდი კლინიკაში თანატოლებმა მიიყვანეს, თუმცა მედიკოსებს უთხრეს, რომ ბიჭი მოტოციკლიდან გადმოვარდა. სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების შემდეგ მედიკოსებმა პოლიცია გამოიძახეს.

მოზარდმა კლინიკაში შეყვანიდან მალევე გონება დაკარგა. ის მდგომარეობის გართულების გამო კატასტროფის ბრიგადით ქუთაისში გადაიყვანეს. მოზარდი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას დაზიანება ყელის არეში აღენიშნება.

"მოზარდმა უთხრა ექიმს, მოტოციკლით მოძრაობის დროს კისერში უცხო სხეული მომხვდაო. ქირურგის გადმოცემით, მოზარდს კისრის არეში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა. დათვალიერების დროს აღმოჩნდა რამდენიმე საფანტი",– განაცხადეს კლინიკაში. .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S