Accentnews.ge
კაცმა მეგობარი ქალის შესაჩერებლად პოლიცია გამოიძახა

კაცმა მეგობარი ქალის შესაჩერებლად პოლიცია გამოიძახა

28/06/2021 08:24:41 ეს საინტერესოა

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ცრუ შეტყობინების ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიების ცნობით, ახალგაზრდა კაცმა პოლიციაში დარეკა და ტერნივიკის სადგურში ბომბის არსებობის შესახებ აცნობა. მან ადგილზე მისულ პოლიციას უთხრა, რომ სასწრაფოდ შეეჩერებინათ ავტოსადგურზე მყოფი ყველა სატრანსპორტო საშუალება და მოეხდინათ მგზავრების ევაკუაცია. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა პოლიცია, გამნაღმველთა, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, თუმცა ავტოსადგურში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ცრუ შეტყობინების ავტორი პოლიციამ მალევე დააკავა. აღმოჩნდა, რომ მან პოლიციაში სხვა მოქალაქის ტელეფონით დარეკა.

როგორც გაირკვა, ცრუ შეტყობინებამდე კაცმა მეგობარ ქალთან იჩხუბა და სადგურის ბლოკირების გზით სცადა, მეგობარი ქალისთვის ქალაქიდან გასვლაში შეეშალა ხელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S