
დეპუტატი: „ქვეყანაში შიმშილით არც ერთი ბავშვი არ იღუპება“
28/06/2021 09:34:34 ციტატა
„ხშირად არის სპეკულაცია „ბავშვები შიმშილით იღუპებიანო“. ეს აბსოლუტური ტყულია! საბედნიეროდ, მიუხედავად არასრულფასოვანი კვებისა და ბავშვთა სიღარიბის ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემისა, ქვეყანაში არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. ბავშვთა აბოსლუტური სიღარიბის დინამიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირებადია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელს კოვიდ–პანდემიის ფონზე სიღარიბე 2%–ით გაზარდა. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე 37%–ზე მეტი იყო, 2019 წელს – 25%–ზე ნაკლები“.
განაცხადა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში.