წვიმა, სეტყვა, ქარი – სინოპროკოსების პროგნოზი

28-06-2021 14:35:18 საზოგადოება

ძლიერი სიცხეების შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტო ნალექიან ამინდს პროგნოზირებს. კერძოდ, უწყების სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-30 ივნისს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით (მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები