ბაქო: ალიევმა და ღარიბაშვილმა სამომავლო კავშირებზე ისაუბრეს

29-06-2021 10:14:13 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დაბადების დღე მიულოცა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ესაუბრა.

„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და საქართვლოს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების წარმატებულ განვითარებას და განაცხადეს, რომ დარწმუნებულები არიან მომავალში კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაში. საუბრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების საკითხები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები