Accentnews.ge
მკვლელობისთვის კრიმინალური ავტორიტეტი "სემსოტა" დააკავეს

მკვლელობისთვის კრიმინალური ავტორიტეტი "სემსოტა" დააკავეს

29/06/2021 11:03:54 სამართალი

გორში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი - კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი, მეტსახელად "სემსოტა" აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 3 ივნისს 43 წლის ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ,სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი

დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S