შშმ პირის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
29/06/2021 12:20:15 სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო და 11–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ლ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.


