Accentnews.ge
გამომძიებელი მკვლელობის საქმეზე დააკავეს

გამომძიებელი მკვლელობის საქმეზე დააკავეს

30/06/2021 19:21:50 სამართალი

ზესტაფონში 30 წლის კაცის განზრახ მკვლელობის საქმეზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.

საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის და ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის კიდევ ორი პირია აყვანილი.

გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 30 ივნისს ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაულის შემდგომ ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S