Accentnews.ge
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით სოფელ წინწყაროს გამგებლის ბიძა დააკავეს

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით სოფელ წინწყაროს გამგებლის ბიძა დააკავეს

01/07/2021 06:00:42 სამართალი

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით სოფელ წინწყაროს გამგებლის ბიძა დააკავეს.

შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.

„დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S