Accentnews.ge
ვაჟა სირაძე: "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი"

ვაჟა სირაძე: "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი"

01/07/2021 14:32:47 სამართალი, საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ.

მისი თქმით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე - მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომელიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება - როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს და ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში. ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის: დღეს "თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღეა. პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო, "პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც კვირეულის ფარგლებში 19:00 საათზე კინოჩვენებაა დაგეგმილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცელებმა "პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S