Accentnews.ge
პოლიციამ "პრაიდის" 11 მოწინააღმდეგე დააკავა

პოლიციამ "პრაიდის" 11 მოწინააღმდეგე დააკავა

01/07/2021 15:22:36 სამართალი

პოლიციამ "პრაიდის" 11 მოწინააღმდეგე დააკავა.

როგორც "აქცენტს" შსს-ში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღე და პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობს. თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ფილმის ჩვენებას, რომელიც ამ წუთებში დახურულ სივრცეში იმართება, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ესწრებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S