პოლიციამ "თბილისი პრაიდის“ 20 მოწინააღმდეგეე დააკავა
01/07/2021 19:03:04 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ჯამში, 20 პირი დააკავა.
ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღე და პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობდა. თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ფილმის ჩვენებას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აშშ-ის საელჩოს დიპლომატს კვერცხი მოარტყეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც "პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონოჩვენებაზე დასასწრებად მისული დიპლომატები შენობაში შედიოდნენ.


