"პრაიდის" მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 23–დან 20 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
02/07/2021 07:30:14 სამართალი
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 23–დან 20 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დარჩენილი 3 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის: 1 ივლისს "თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღე და პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობდა. თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ფილმის ჩვენებას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აშშ-ის საელჩოს დიპლომატს კვერცხი მოარტყეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც "პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონოჩვენებაზე დასასწრებად მისული დიპლომატები შენობაში შედიოდნენ.


