Accentnews.ge
დააკავეს კაცი, რომელმაც მდინარეში დიდი რაოდენობით პოლიეთილენის ბოთლი ჩაყარა

დააკავეს კაცი, რომელმაც მდინარეში დიდი რაოდენობით პოლიეთილენის ბოთლი ჩაყარა

02/07/2021 10:26:41 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია კაცი, რომელმაც მდინარეში დიდი რაოდენობით ბოთლი გადაყარა. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული პირია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა.

მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა. ფაქტს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ადგილზე ჩასულ ჟურნალისტებს მდინარე გაწმენდილი დახვდათ, თუმცა სანაპიროზე ათეულობით ბოთლი რჩებოდა.

ადგილობრივების განცხადებით, კაცმა მდინაეში ბოთლები ვიდეოს გადასაღებად ჩაყარდა, შემდეგ კი მდინარე გაწმინდა და ბოთლები მანქანით თან წაიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S